ფოტოები: ანუკი არეშიძის ახალი კოლექცია უცხოურ საიტებზე იყიდება
20:35 / 22.09.2020
ანუკი არეშიძემ ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია შექმნა. დიზაინერის ახალი ნამუშევრები ერთ-ერთ უცხოურ საიტზე brownsfashion. com იყიდება.
ანუკის ახალ კოლექციაში იხილავთ პიჯაკებს, ე.წ. ფანქარ-ქვედაბოლოებს, პერანგებსა და შარვლებს, პალტოებს. ახალ ნამუშევრებს შორის ჭარბობს ტყავით შეკერილი მოდელები.