ლანჩხუთში კორონავირუსი დაწყებითი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია "პრაიმტაიმს" დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის უფროსმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
"დღეს ლანჩხუთში დადასტურებული კორონავირუსის ორი შემთხვევიდან, ერთ-ერთი არის დაწყებითი სკოლის მოსწავლე. ის ნათესავებთან ერთად ბახვში სტუმრად იმყოფებოდა. ბახვის ამბების შემდეგ, ეს კონტაქტები დაიტესტნენ და კორონავირუსი ბავშვს და მის ნათესავს დღეს დაუდასტურდათ." – აცხადებს არჩილ მჟავია.
ლანჩხუთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტიძის თქმით, ბავშვი, სკოლაში არ მისულა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა."დიახ, ნამდვილად დაუდასტურდა ქ. ლანჩხუთის #1 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი. მოსწავლე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. სკოლაში არ არის ნამყოფი. ის ე.წ. ბახვის კლასტერს მიეკუთვნება." – განაცხადა ნინო ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, გურიაში დღეს კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა, მათშორისაა "კრედო" ბანკის თანამშრომელიც. ამ დროისთვის, სულ 32 კოვიდინფიცირებულია რეგიონში.