დღეს პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეომასალა გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ე.წ. ფეიკნიუსს წერტილი დაესვა, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
„დღეს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეომასალა და ინფორმაცია გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ფეიკნიუსს დაესვა წერტილი! ხომ ატყუებდნენ საზოგადოებას, ავტომანქანაში სილუეტი ჩანს, სხვა პირიც ზისო? დეტალურად ვუყურე ვიდეორგოლს და ამოვჭერი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანას მართავს თავად თამარ ბაჩალიაშვილი, ხოლო ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება. იმედი მაქვს, რომ ასე მწყობრად და თანმიმდევრულად გაცამტვერდება ნაცმედიის ტყუილები და საქმეს ძალიან მალე დაესმება ლოგიკური წერტილი“, - წერს ნიკოლეიშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.