პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვის ზაფხული იღბლიანი აღმოჩნდა. მხოლოდ ერთ დღეს, 26 აგვისტოს Fორბეს-ის პირველი ხუთეულის ქონება $21 მლრდ-ით $643 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც 1-ლი ივლისის მაჩვენებელს $105 მლრდ-ით აღემატება.
პირველ ადგილზე $205 მლრდ-ით ისევ ჯეფ ბეზოსია, მისი ქონება ერთ დღეში $5.3 მლრდ-ით გაიზარდა. ბეზოსი მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეიტსთან შედარებით $89 მლრდ-ით მდიდარია.
$116 მლდ-ით მეორე ადგილ ბილ გეიტსი ინარჩუნებს, რომლის ქონებაც ერთ დღეში "მხოლოდ" $700 მლნ-ით გაიზარდა.
$115 მლრდ-ით მესამე ადგილზე რჩება ევროპის უმდიდრესი ადამიანი - ფრანგი ბერნან არნო. მისი ბიზნესსაქმიანობა სამოდელო სახლებსა და პარფიუმერულ კომპანიებს უკავშირდება.
რეკორდულად $8.4 მლრდ-ით $111.5 მლრდ-მდე გაიზარდა ცუკერბერგის ქონებაც.
ცენტიმილიარდერის სტატუსს უახლოვდება ილონ მასკიც, რომლის ქონებაც ერთ დღეში კიდევ $4.5 მლრდ-ით $95.5 მლრდ-მდე გაიზარდა. 2020 წელი შეიძლება მასკის წლადაც გამოცხადდეს, 8 თვეში ის $70 მლრდ-ით გამდიდრდა და რეიტინგში 26 პოზიციით დაწინაურდა.