"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა, რომ ისანში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირებს.კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დააზარალებს მთლიანად ოპოზიციას და არჩევნებში მათ შანსებს შეამცირებს."ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, კონკურენტი დაუყენოს ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს, არის მცდარი გადაწყვეტილება, დიდი შეცდომა და ის უარყოფითად იმოქმედებს თავად "ნაციონალურ მოძრაობაზეც" და ოპოზიციის შანსებზეც, რომ "ქართული ოცნება" დაამარცხონ თბილისში. კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც ის შეთანხმებები, რომელიც არსებობს, იქნება დაცული და არ მოხდება რეგულარულად მისი გადახედვა", - განაცხადა კაპანაძემ.