ავღანეთში მომხდარ წყალდიდობას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. განადგურდა 500-მდე საცხოვრებელი სახლი.