თბილისში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ის კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.