სასამართლო პროცესი, სადაც ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადება განიხილეს, 17 აგვისტოს გაიმართა. ჯიბუტმა სასამართლოს განცხადებით მიმართა და გიორგი გამსახურდიასთვის ცოტნეს ქონების მართვის უფლება მოითხოვა.
აქვე საუბარი იყო საავტორო უფლებების, სამეწარმეო საქმიანობის მართვასა და ზედამხედველობაზე. სასამართლომ ანა ჯაბაურის განცხადება სრულად დააკმაყოფილა. განჩინებაში ვკითხულობთ, რომ ანა ჯაბაურმა უარი განაცხადა თავისი უფლებების გაფართოებაზე და სწორედ ამიტომ მოითხოვა სასამართლოსგან, ქონებრივი საკითხები ცოტნეს ძმას, გიორგის ემართა.
17 აგვისტოს სასამართლო პროცესამდე კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, სადაც მანანა არჩვაძე ცოტნეს მხარდამჭერად დანიშვნას ითხოვდა და ცოტნეს მეუღლესთვის მხარდამჭერის სტატუსის გაუქმება სურდა. სასამართლომ მას ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.