რუხის კლინიკაში მესტიიდან ახალგაზრდა ქალი ორი დღის წინ გადაიყვანეს და მას PCR ტესტით Covid -19 დაუდასტურდა.
პაციენტი ახალგაზრდა ქალია და ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ ამ ეტაპზე რუხის კოვიდ მიმღებ კლინიკაში 11 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება სიტუაციას მესტიაში, გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, დღეს ჩაკეტილ ზონაში მასიური თერმოსკრინინგი დაიწყება, PCR ტესტირება კი მხოლოდ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ ან ვირუსის ნიშნების მქონე პირებს ჩაუტარდებათ.
როგორც ვიბლიანი ამბობს, მესტიის სოფლებში გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაც. მისივე თქმით, სიტუაცია საკარანტინო ზონაში სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 18 აგვისტოს მდგომარეობით 1351-ს შეადგენს.