„ტრამპი ჩვენი ქვეყნისთვის არასწორი პრეზიდენტია“, - ამის შესახებ აშშ-ის აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
ობამას თქმით, ტრამპს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ეჩვენებინა, რისი გაკეთება შეეძლო.
ექსპრეზიდენტის მეუღლე თეთრი სახლის ადმინისტრაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი ემპათიის ნაკლებობით გამოირჩევიან.
„მას არ შეუძლია იყოს ის, ვინც ჩვენ გვჭირდება“. - განაცხადა მიშელ ობამამ და დასძინა, რომ გამოსავალი ჯო ბაიდენის არჩევაა, რადგან თუ ასე არ მოხდა, ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია უარესი გახდეს.
ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.