NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებისგან რწმენა იცავს.
კითხვაზე, რამდენად ეთანხმება მოსაზრებას: „რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან“, - გამოკითხული მოსახლეობის 53% ეთანხმება, 38% არ ეთანხმება.
საიდან წარმოიშვა კორონავირუსი?
გამოკითხული მოსახლეობის 30% ფიქრობს, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, 22% აცხადებს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა, 13%-ის მოსაზრებით, ბუნებრივად გაჩნდა, 3%-ს კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, 32% კი, ამბობს, რომ არ იცის, როგორ გაჩნდა ინფექცია.
აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).