კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით 30 ივლისს განაახლებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, - აცხადებენ მერიაში.