გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს და ქვეყნებს კოორდინირებულად მოქმედებისკენ მოუწოდებს.
„იზოლირებულად მოქმედება ისეთ სიტუაციას ქმნის, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელი ხდება. ქვეყნებმა ვირუსის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედების შერბილება კოორდინირებული მოქმედებით უნდა შეძლონ, ცალ-ცალკე მოქმედებით ვირუსს ვერ დავამარცხებთ,“ - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე განმარტებით, ქვეყნები არა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდნენ, არამედ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ იმაზეც, რომ მკურნალობა, ვაქცინა და ტესტირების მექანიზმები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
„ქვეყნები არა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდნენ, არამედ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ იმაზეც, რომ მკურნალობა, ვაქცინა და ტესტირების მექანიზმები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის პანდემიის დამარცხების გზა,“- აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
მისივე თქმით, „საერთაშორისო თანამშრომლობის არარსებობით იმედგაცრუებულია“, თუმცა იმედი აქვს, რომ ახალი თაობები მომავალში სიტუაციის შეცვლას შეძლებენ.