ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში უბედური შემთხვევა მოხდა.
BMW-ს მარკის ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.