წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ანაცხადა.
მისი თქმით, ზღვასა და აუზში ცურვა საშიში არ არის, თუმცა სივრცეებში დისტანცია უნდა იყოს დაცული. „ამიტომ ზღვაში ბანაობა საშიში არ არის. ასევე არც აუზზე ბანაობაა სახიფათო. მითუმეტეს ყველა აუზი იქლორება მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, ასევე აუზთან და სანაპიროზე სივრცეში დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს“, - აღნიშნა იმნაძემ.