ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში რეტესტის მეორე უარყოფითი პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს.
შუახნის კაცი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ქუთაისში ზესტაფონის კლინიკიდან გადაიყვანეს. გამოჯანმრთელებული სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას კიდევ ორი კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს. მათი ჯანმრთელბის მდგომარეობა სტაბილურია.