პოლონეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1031 შემთხვევა დაფიქსირდა. აქიდან 14 ადამიანი გარდაცვლილია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ასეთი პოლონეთში სულ ორია.
შემთხვევების უმეტესობა ბოლო კვირაში გამოვლინდა. რის შემდეგაც მთავრობამ საზღვრები 13 აპრილამდე დაკეტა.
ადამიანებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის შეუძლიათ. ეს საჭიროებები გულისხმობს სამუშაოდ წასვლას, ძაღლის გასეირნებას, პროდუქტების შესყიდვას, მოხუცების მოვლ აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის შეკრებაც, გარდა ოჯახის წევრებისა.
ქვეყანაში ასევე შეზღუდულია 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება. შეზთღუდვები ეხება რელიგიური რიტუალებს, დაკრძალვებსა და საჯარო ტრანსპორტსაც კი.