მსახიობი გოგოლა კალანდაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს მადლობას უხდის გამხნევებისთვის. როგორც აღმოჩნდა, მას ორივე ფილტვის ანთება აქვს. ტესტი კოვიდ-19-ზე ჩაბარებული აქვს და პასუხს სავარაუდოდ ხვალ მიიღებენ.
"მეგობრებო, მადლობა დიდი ყურადღებისთვის, თქვენი მესიჯები მამშვიდებს და მაძლიერებს... დღეს დამიდგინეს ორმხრივი ფილტვების ანთება, ტესტის პასუხი სავარაუდოდ იქნება ხვალ დილით, ამჯერად ვიმყოფები სახლში და არა საავადმყოფოში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
#დარჩისახლში"