საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პრესსამსახურის ვიდეოკამერა გადაიღებს და მასალას მოგვიანებით გაავრცელებს.
ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან.