მარნეულში მდებარე ავერსის კლინიკა იქ მყოფი პაციენტებითა და პერსონალით სრულად იზოლირებულია, თბილისიდან იქ საგანგებოდ იყვენ ჩასული ეპიდემიოლოგები. კლინიკაში იმყოფება პაციენტი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, თუმცა მან და მისმა ოჯახი სწევრებმა ექიმებს ეს დაუმალეს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა მარნეულში ეპიდემიის გაჩენის მიზეზი გახდეს.
ცნობილია, რომ პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს, მის დას, რომელიც ავერსის კლინიკაში 13 მარტიდან არის მოთავსებული, ჯამში კონტაქტი ჰქონდათ 86 პირთან, თუმცა მათი ზუსტი სია ჯერჯერობით არ არის დადგენილი. კლინიკაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები და შეზღუდულია დამატებითი პაციენტების შესვლა.
პაციენტის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას აღმოაჩნდა ფილტევბის პრობლემები, თუმცა ეს კორონაბვირუსს არ უკავშირდება.
„ჩვენი ეპიდემიოლოგები სწავლობენ შემთხვევას და მიმდინაფრეობს ღრმა კონტაქტების გამოვლენა და კვლევა. ზემოხსენებული პაციენტის 86 კონტაქტი უკვე გამოვლენილია, თუმცა მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თავად პაციენტი თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გააგრძელებს მკურბნალობას.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით დადასტურებულია COVID-19-ის 54 შემთხვევა. აქედან, 3 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და ისინი ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებენ. თვითიზოლაციაში ამჟამად 2693 ადამიანია, ხოლო კარანტინში 2712. გამყრელიძის ინფორმაციით, დაინფიცირებული 51 პაციენტიდან არც ერთის მდგომარეობაა კრიტიკული, თუმცა რამდენიმესი შედარებით მძიმეა.