ნიკა გვარამიამ ბოდიში მოუხადა ამირან გამყრელიძეს მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ წლების წინ მას ერთი შვილი დაეღუპა. გვრამია ამბობს, რომ მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ არაფერი არ იცოდა.
“არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს. სიყვარული გვაერთიანებს”- წერს ნიკა გვარამია.
იხილეთ ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსი, რომლის გამოც მან ბოდიში მოიხადა.
“მთავარი არხი”-ს ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეზე მორიგ პოსტს აქვეყნებს:
“ამირან გამყრელიძე – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს”, – ეს იქნებოდა დღევანდელი ამერიკული ბეჭდური პრესის და ელექტრონული მედიის მთავარი ჰედლაინი, ამერიკაში რომ გამყრელიძისნაირები ხვდებოდნენ ლამის სიაიეის დონის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულებიდ, CDCის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ხელმძღვანელობაში. ეს, რაც შეეხება ჰედლაინებს. და ისე მისი ბუნდღა აღარ იქნებოდა უკვე დატოვებული.”- წერს გვარამია.