ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს
განვლილი 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ირანში 743-ით, 5823-დან 6566-მდე გაიზარდა. გარდაცვალებულთა რაოდენობა 49 კაცით გაიზარდა და 194 კაცს მიაღწია
ამ დროისთვის მსოფლიოს 103 ქვეყანაშია კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დადასტურებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 107420-ია, სრულად განკურნებულთა კი 60910. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3652 კაცს მიაღწია
ჩინეთი – 3097 (მატება განვლილ 24 საათში 27 კაცი)
იტალია – 233 (მატება36 კაცი)
ირანი – 194 (მატება 49 კაცი)
სამხრეთ კორეა – 50 (მატება 2 კაცი)
აშშ – 19 (მატება 2 კაცი)
საფრანგეთი – 16 (მატება 7 კაცი)
ესპანეთი – 13 (მატება 5 კაცი)
იაპონია – 6
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
ერაყი – 4
ავსტრალია – 3 (მატება 1 კაცი)
დიდი ბრიტანეთი – 2
ჰონგკონგი – 2
არგენტინა – 1
ნიდერლანდები – 1
სან მარინო – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
ფილიპინები – 1
შვეიცარია – 1