ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს
როიტერის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 778-ით გაიზარდა გუშინდელთან შედარებით – 3858-დან 4636-მდე, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 49-ით, 197 კაცამდე. სრულად გამოჯანმრთელდა 523 კაცი. ჰოსპიტალიზირებულთაგან მძიმეა 462 კაცის მდგომარეობა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 101714 ინფიცირების შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული სრულად განკურნებულთა რაოდენობა არის 56107 კაცი, განაგრძობს მკურნალობას 42146 კაცი, მათ შორის მძიმეა 6397 კაცის მდგომარეობა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 3461 კაცს
ჩინეთი – 3042
იტალია – 197
ირანი – 124
სამხრეთ კორეა – 43
აშშ – 14
საფრანგეთი – 9
იაპონია – 6
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
ესპანეთი – 5
ერაყი – 3
ავსტრალია – 2
დიდი ბრიტანეთი – 2
ჰონგკონგი – 2
ნიდერლანდები – 1
სან მარინო – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
ფილიპინები – 1
შვეიცარია – 1