“მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის როლი გადამწყვეტ მნიშვნელობას ითამაშებს”, – პასუხობს “ტვ პირველის” გადაცემა “პირველების” კითხვას პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე იმაზე თუ რა როლი ექნება სააკაშვილს ოპოზიციის გეგმებში.
მისი თქმით, გეოგრაფიას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
“სხვათა შორის ჩვენს ისტორიაში ბევრი იყო ასეთი, ვინც ქვეყნიდან წასულა, ან დევნილი ყოფილა და ნურავის ნურაფერი გაუკვირდება. მით უმეტეს 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში და სოციალური ქსელების პერიოდში.
მე საერთოდ არ ვარ მომხრე, რომ პოლიტიკური სიტაუციის დროს სიყვარულზე და სიძულვილზე ავაგოთ, სჯობს რომ გონებით ვიმოქმედოთ. საქართველოში დააგვიანდა სოკრატეს გამოვლა, მაინც ისევ გრძნობებზე აწყობილი საზოგადოება ვართ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.