პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ ცარუკიანი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი „კარგ ადამიანებზე არ ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ არმენია“ ავრცელებს.
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა სომხეთის ხელისუფლების მოქმედებებით, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. მისი თქმით, სომხეთის აფთიაქებში აღარ იყიდება ნიღბები და წამლები. ამასთან მისი თქმით, მას ნიღაბი არ სჭირდება, რადგან „კარგ ადამიანებს ეს ინფექცია არ ეყრება“.
ცნობისთვის, ამ ეტაპისთვის სომხეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით 90 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული.