გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა ანგელა მერკელს პრევენციის ზომების გათვალისწინებით ხელი არ ჩამოართვა. ინფორმაცის ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
ინციდენტი გერმანიის მთავრობის სხდომაზე მოხდა და მას დარბაზში სიცილი მოჰყვა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.