იტალიაში კორონავირუსის საფრთის გამო „ლა სკალას“ ოპერის სახლი დროებით დაიხურა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევევის რაოდენობა ერთ დღეში 50%-ით გაიზარდა.
ამის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებებისა და შეხვედრების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 41-ს აღწევს, ქვეყანაში სულ 1701 ადამიანია ინფიცირებული.
ამ დროისთვის, კორონავირუსმა მსოფლიოში სამი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი პაციენტი.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.