კიევში ორი ქართველი "კანონიერი ქურდი" კობა შემაზაშვილი, მეტსახელად "რუსთავსკი" და კახაბერ ორაგველიძე, მეტსახელად "თბილისკი" დააკავეს.
კობა შემაზაშვილი კიევის დარნიცკის რაიონში პირველ მარტს დააკავეს. ჩხრეკის დროს მას იარაღი, ვაზნა და დოკუმენტების გაყალბებისთვის განკუთვნილი ბლანკები ამოუღეს. ის 2016 წლიდან ინტერპოლით ძებნილთა სიაში იმყოფება. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შემაზაშვილი კრიმინალური ჯგუფის შემქმნელად და საფრანგეთში შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორადაა მიჩნეული.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის თავს არიდებდა პოლიციას და სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდებოდა. მან ყალბი უკრაინული პასპორტით გარკვეული დრო სომხეთში გაატარა.
სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, 2016 წელს ის სომხეთში ქურდული გარჩევის მონაწილე გახდა, რა დროსაც მას ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი ჩამოერთვა.