"როგორც ჩვენი მხრიდან ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია" - ამის შესხებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობამ ყველა ის პრობლემური საკითხი მოაგვარა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაფიქსირებული.
"მინა დავმშვიდო საზოგადოება. ამ მომენტისთვის როგორც ჩვენი მხრიდან ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. ამ დროის მონაცმეებით შეთანხმება ობიქტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას და დაბლოკავს მას, მოუწევს რომ საზოგადოებასა და ჩვენს საეერთაშორისო პარტნიორებს აუხსნა თუ რა იყო ის რეაური მიზეზები და მოტივაცია რომელიც შესაძლოა შეთანხმებისათვის ხელის შემშლელი გახდეს. ყველა საკითხი, ყველა წუხილი რაც იყო გამოთქმული ოპოზიციის მიერ ჩვენი მხრიდან არის ყველაფერი მოგვარებული ", - განაცხადა "უმარვლესობის სხდომის" შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.