ახალგაზრდების ჯგუფი "ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს.
ელენე ხოშტარიას აქციის მონაწილეებმა პასუხი მოსთხოვეს იმაზე, თუ რატომ გაჟღერდა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შეურაცხყოფაა და ხოშტარიასგან ამ ფაქტის გამო ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვენ და მათი აქციის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.
გუშინ აქტივისტებმა "ევროპული საქართველოს" ოფისთანაც გამართეს აქცია.