ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას.
კონგრესმენების ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკკოლის წერილში აღნიშნულია, რომ ამ საქმეთა ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, უმეტესობა განიხილება როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების და საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ანგარიშით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორები ხელახლა იწყებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების გამოძიებას.კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანმრთელი დემოკრატიის გასაღები და ეს უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლის შესახებაც გარანტიები თქვენმა პარტიამ მოგვცა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისა და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, თანამედროვე დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში", - ნათქვამია წერილში.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი მორიგი წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა.
წერილი კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გამოაქვეყნა და მას ხელს აწერენ ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი.