რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.
ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში რუსეთის თავდაცვის უწყებას კვლავ სერგეი შოიგუ უხელმძღვანელებს.
მას შემდეგ რაც, პუტინმა ფედერალურ საკრებულოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა, ყოფილმა პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.
მედვედევი მიხაილ მიშუსტინმა შეცვალა. პრეზიდენტმა პუტინმა მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა
69 წლის სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 9 მარტიდან ხელმძღვანელობს.