ტრაგედია რუსთავში - მამა-შვილის დაღუპვის მიზეზის დადგენის მიზნით, კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს.
ერტ-ერთი ვერსიით, ჩიტის ბუდემ, სავარაუდოდ, ბინაში CO-ს დაგროვება გამოიწვია.
შეგასენებთ, რომ ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი, იაგო 21 იანვრის დილას გარდაცვლილები ნახეს საცხოვრებელ ბინაში.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. ბინის კარი გურამ გოგბაიძის ძმამ შეამტვრია. იაგო გოგბაიძე ლოგინზე იწვა, გურამ გოგბაიძე კი, თავგატეხილი და დასისხლიანებული, აბაზანასთან ახლოს, დერეფანში იპოვეს.
ცხედრები ამჟამად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის ბიუროშია გადასვენებული.