“გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა.“ – ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, კარლო კოპალიანმა “კურიერთან” განაცხადა.
“ხალხს “ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხოვრებს ისეთ პირობებში, რომელზე წარმოდგენა 7 წლის წინ წარმოუდგენელი ამბავი იყო. უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდით.
არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი. ეს არის აპოკალიფსის დახატვა რომ უნდათ ზოგიერთებს და არ გამოსდით, მეტი არაფერია.
გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ არის სოციალური შეჭირვებული ფენა,“ – აცხადებს კარლო კოპალიანი.