რუსი სენატორი გრიგორი კარასინი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
კარასინი იმედოვნებს, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალებს აღარ ექნებათ მიზეზი რუსეთის და სხვა პარტნიორების მიმართ მტრული ურთიერთობები გააძლიერონ.
"ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ექიმი გაფრინდაშვილი ახალ წელს სამშობლოში იქნება კარგ განწყობას ქმნის. იმედია, რომ 2020 წელს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობა კონსტრუქციული იქნება. ვიმედოვნებ, რომ ახალ წელს ქართულ პოლიტიკურ ძალებს აღარ ექნებათ მიზეზი რუსეთის და სხვა პარტნიორების მიმართ მტრული ურთიერთობები გააძლიერონ და ჩვენ ურთიერთობებში ახალ ნიშნულზე გავალთ", - განაცხადა "სპუტნიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში კარასინმა.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.