"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოოცავს.
ნიკა მელია აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა მტერსაც და მოყვარესაც უჩვენა უდრეკი ნება და უტეხი სული.
"ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა აჩვენა უკომპრომისო ბრძოლის მაგალითი.
ვაჟა გაფრინდაშვილმა მტერსაც და მოყვარესაც, მთელს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უჩვენა უდრეკი ნება, უტეხი სული.
ვულოცავ ბატონ ვაჟას და მის ოჯახს თავისუფლებას. თქვენ ხართ ამ ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეები" - წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თითქმის ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.