დაბა აგარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
,,მთვრალი ყოფილა მძღოლი, დიდი სისწრაფით მიდიოდა და ეგრევე მიაჭყლიტა საწყალი ბიჭი კედელს. შოკირებულები ვიყავით. ახალგაზრდა იყო, სადღაც 32 წალმდე ალბად." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის კომენტარს "დიანიუსი" ავრცელებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.