"კილაძე და მისნაირები ტროლების ფუნქციას ასრულებენ" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნებდან" დემარშით წასული ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებას, რომელმაც ბესელიას მისამართით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ გამორიცხა. კილაძე ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს
ეკა ბესელია "ბინძურ კამპანიის" ნაწილს უწოდებს ბოლო დროს მისი მისამართით კორუფციული საქმიანობის შესახებ გაჟღეებულ ბრალდებებს.
"სოფიო კილაძე მარტო ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა და უთხრა, რომ სისულელეებს საუბრობდა, შეხვედრაზე ვერავინ გაიგო რაზე საუბრობდა. თავისმა კოლეგებმაც დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ნარატივი, რა ნარატივშიც ისინი წლების განმავლობაში საუბრობდნენ ჩემს წინააღმდეგ. ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი და მას არც კი დააცადეს საუბარი.
როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ეს ყალბი გვერდები ახლა მათ როლში გამოჩნდნენ კილაძეები, აბაშიძეები. ეს არის მათი ახალი როლი, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც გაუქმებული გვერდების შემდეგ შეექმნა ქართულ ოცნებას"- აცხადებს ბესელია.