2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. აღნიშნული ტიტული მას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
სესიის დელეგატებმა კენჭისყრით, ასევე წლის საუკეთესო სპორტული ფედერაციაც დაასახელეს და აღნიშნული ტიტულის მფლობელი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გახდა.
გარდა ამისა, დასახელდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები სხვადასხვა ნომინაციაში.
2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, 23 წლამდე საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, კალათბურთელი, „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე გახდა.
საუკეთესო სპორტსმენ ქალად მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე დაასახელეს, ხოლო წლის აღმოჩენის ტიტულები ძიუდოისტებს, ლუკა მაისურაძესა და ეთერ ლიპარტელიანს გადაეცათ.