იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა არ სურს - ამის შესახებ მიქაუტაძემ თავად განაცხადა.
„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ ეტაპზე არ განვიხილავ, არ მაქვს ასეთი ინტერესი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემ გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ასე რომ, უარვყოფ ამ ინფორმაციას“, - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.