კულტურის პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, კულტურის სფერო განათლების სამინისტროს უნდა გამოეყოს.
„კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან გაერთიანება არ შეიძლებოდა. მათი შეერთებით ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მსოფლიო ჩვენ კულტურით გვიცნობს, არავის საწყენად არ ვლაპარაკობ, მაგრამ სამინისტროების გაერთიანება უდიდესი შეცდომა იყო, რომელმაც გამოიწვია დეგრადაცია ძალიან ბევრი მიმართულებით და ბევრ დარგში“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.