ასე ეხმაურება, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას “მთავარ არხთან”.
” იქ არის ღია, მკაცრი განცხადებები და მოწოდებები. ფაქტობრივად ის რომ, თუ ბიძინა ივანიშვილი გააყალბებს არჩევნებს და ასე გააგრძელებს მისი ლეგიტიმაციის საკითხი დადგება. ეს არის პირდაპირი განცხადება. ეს არ არის “The Wall Street Journal”-ი, რომელსაც რიგით გაზეთს ეძახიან ჩვენთან. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტი.
არ არის გამორიცხული რომ ოცნებამ ახსენოს ვიღაცს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს ამას. ანუ, სრული იგნორირებაა. ჩაკეტილობის, სიყრუის სიმბოლო გახდა ქართული ოცნება, ლამის სექტანტები არიან უკვე. ახალი რელიგია დაარსა ბიძინა ივანიშვილიმა, რომლის ღვთაებაც თვითონ არის და პირველი ქურუმიც, ყველაფერი თვითნ არის. მრევლი ჰყავს”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.