ტრანსფარანტებითა და შეძახილებით დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში მოვიდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ გიორგი გახარიასთან შეკითხვები ჰქონდათ გავრილოვის ღამესთან, მაკო გომურის საქმესა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
სამართლადამცველებმა მათ პრემიერთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს.