"შეშფოთებული ვართ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას",- ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ეუთო- ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
"ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. შეშფოთებული ვართ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობით, „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. შეშფოთებული ვართ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგების.
"შეშფოთებული ვართ 2019 წლის 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებით. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს.მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ და მნიშვნელოვან ფორმატს, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად. გამოვხატავთ მხარდაჭერას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი. ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. აღვნიშნავთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით. ვუცხადებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". მოვუწოდებთ ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში ჩართულობისკენ. საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები გააგრძელებენ კონფლიქტზე და ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას, ზეწოლას რუსეთზე, რათა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის ხელშეწყობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება