„კოკაინით აივსო ევროპა. 2019 წელს გერმანელმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ჰამბურგში 4,5 ტონა კოკაინი ამოიღეს. სულ მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა 10 ტონა კოკაინი ამოიღეს, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია“, - წერს Deutsche Welle.
გამოცემის ცნობით, გერმანიაში ყოველი მე-10 მოქალაქე ნარკოდამოკიდებულია.
„კოკაინი გერმანიაში, ეს ნამდვილ პრობლემაა. ამის უკან დგანან კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები. ახლა ევროპის ბაზარი ამ ნარკოტიკით გადავსებულია“, - ამის შესახებ ბერლინში ყოველწლიურ კონფერენციაზე ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე დენიელ ლუდვიგმა.