ხვალ სასტუმრო "ბილტმორში" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიიისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელიც 10:00 საათზეა ჩანიშნული.
შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული ახალი საარჩევნო მოდელი იქნება. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.