“ევროპული საქართველოს” ეთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოხემაურა და მას იუმორი დაუწუნა.
“წულუკიანის უკბილო ხუმრობებზე საუბარი საერთოდ სასაცილოც კი არის. პიონერთა სასახლესი ჩემს ბავშვობაში და წულუკიანის ბავშვობაში არსებობდა აკაკი წერეთლის სახელობის ოხუნჯობის წრე და ამ ოხუნჯობის წრეზე რომ ევლო ცოტახანი მაინც იქნებ უკეთესი იუმორიც ჰქონოდა. მათ დაიწყეს ცოცხლებით და ამთავრებენ ბოქლომებით, ეს უფრო ზუსტი ანალოგია.რადგან ცოცხი მათი სიმბოლოა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, დღეს თეა ქულუკიანმა ოპოზიციის შესახებ თქვა, “როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა”.