სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.
აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იმ დროს იმართებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდებოდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.