ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად პროტესტს 9 და 10 ნოემბერსაც გააგრძელებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ ისინი კინოთეატრ „ამირანში“ შეჭრას და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩაშლას შეეცდებიან.
„ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს. შევიკრიბებით. გავაკეთებ განცხადებას. ისევ გადმოვალთ ამ კინოთეატრთან, ვეცდებით შესვლას და ფილმის ჩაშლას“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძე ირწმუნება, რომ ის და მისი მხარდამჭერები მოძალადეები არ არიან. ვასაძემ დღეს თავი დაჩაგრულადაც იგრძნო, მჩაგვრელად კი სამართალდამცავები დაასახელა, რომლებმაც კინოთეატრში შეჭრის შესაძლებლობა არ მისცეს.