ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
28 წლის ზაქრო ბუთხუზი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა, დღეს გაათავისულეს.
არსებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.